ნოსტალგიური პოსტი #2

   დღეს ჩემი სკოლის მეგობრები იყვნენ ჩემთან. ვიჭორავეთ, დავლიეთ, გიტარას შევუბერეთ და უბრალოდ გავიხსენეთ სკოლის პერიოდი. თურმე მომნატრებია… პერიოდი, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება. ზოგჯერ რაზე ვფიქრობ იცი? აი, თუმდაც პირველად რომ მივდიოდი სკოლაში, მაშინაც ხომ ჩვეულებრივი დღე იყო, ისევე როგორც ყოველი დღე მაშინ რატომ იყო ის დიდი ხნის წინ? ამ მანძილს დრო ჰქვია? კი, ნამდვილად დრო ჰქვია მაგრამ… რამდენია ეს დრო? ერთი დრო რამდენია? რატომ განისაზღვრება ის საათით? ან რატომაა დაწესებული  რომ ერთი საათი ჰქვია დროის რაღაც პერიოდს, როცა საათის დიდი ისარი 60ჯერ დაარტყავს კრუგს პატარას? რატომ არის ჩარჩოში მოქცეული ეს დრო? და საერთოდ რატომაა ეს დრო ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი? რატომ გვენატრება ხოლმე რაღაც? –იმიტომ რომ დრო გავიგა. რატომ გვბეზრდება ხოლმე რაღაც?–იმიტომ რომ დრო გავიდა. რატომ ვბერდებით?–იმიტომ რომ დრო გავიდა. კიდევ ასეთი კითხვა შეიძლება უამრავი დაისვას… პასუხი კი ყველასთვის ერთი იქნება: იმიტომ რომ დრო გავიდა… რა არის მართლა ეს დრო? რატომ ვერ ვხედავთ თუ ასეთი მნიშვნელოვანია? რატომ ვერ ვიჭერთ? უხულავია… უხილავი ძალა რომელიც ყველას და ყველაფერს ცვლის. ანუ, უხილავი ძალები უფრო მოქმედებენ ჩვენზე ვიდრე ხილულები. ვითომ ეგრეა? მე ასე მგონია… სწორედ დროა ყველა ბედნიერებისა და უბედურების მომტანი… ზოგჯერ მგონია რომ დრო მოქმედებს ისე როგორც მანქანა–70კმ/სთ_ით (ზოგჯერ უფრო მეტი, ზოგჯერ უფრო ცოტა) მოძრავი მანქანა… რომელსაც წინა ბევრი  რამე ხვდება, ძალიან ბევრი, ხან ლურმანი გდია და იმას უნდა გადავაროთ, ხან ახალდაგებული გზაა რომელზეც უნდა გავიაროთ… მაგრამ ამავე დროს ეს გზა ვიწროა და აქეთ იქით გადასავარდნი ადგილებია. ფაქტობრივად, ეს ჩვენი მანქანა თუ ავტომობილი  კლდიან ადგილზე მიდის. ქარაფზე, შეიძლება, ნებისმიერ წუთში გადაიჩეხოს ჩვენი მანქანა. გააჩნია იმაზე როგორ ავუვლით გვერდს დაბრკოლებებს… ესაა ჩვენი ცხოვრება მეტი კი არაფერი… და ძილი არაფერი თუ არა საწვავისთვის ჩასასხმელად გაჩერებული დრო… ხოლო სიზმარი ,,ბენზინჩიკთან”  საამო მუსაიფი… აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს მანქანას არ აქვს ,,ზადნი”; მიიწევს სულ წინ და უკან ვერასოდეს ვერ დავაბრუნებთ… ამიტომაც გავიფრთილდეთ იმ  გზას რასაც ამჟამად ვადგავართ… და დავაფასოთ ის გზა რაც უკვე გამოვიარეთ…

Published in: on December 28, 2009 at 4:10 pm  Leave a Comment