უნდა სვავდნენ თუ არა მამაკაცები ყავას?

ბავშობიდან ვერ ვიტან, როცა მამრობითი სქესის ხალხი სვავს ყავას.ეგრევე თვალწინ მიდგება კაცი, რომელსაც ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და ნაზად უჭირავს ნალექიანი ყავის ჭიქა, ნელ–ნელა წრუპავს და ელოდება როდის გათავდება, რომ იმკითხავოს და მერე გულიც ამოიღოს (თუ როგორცაა). სულ სხვა შესახედია, როცა კაცი ზის და ლუდს მიირთმევს… უფრო კაცური და მიმზიდველია… მე ასე მგონია. ღვინოს რაც შეეხება,  არ მიყვარს ყანწებს რომ დაიჭერენ და  საფლავიდან მკვდრებს რომ იღებენ ისეთ სადღეგრძელოებს რომ წარმოსთქვამენ. არაყი? ბომჟური პონტია… ზოგჯერ კარგია, ოღონთ მხოლოს გარეთ. სადმე რომ ჩაუსხდებით დალევთ და მერე მოათრევთ ერთმანეთს, ზოგჯერ ასწორებს. კონიაკი ლიქიორი და პაწა–პუწა სასმელები კი თაის მოსატყუებლადაა მოგონილი. ასე რომ, გაუმარჯოს ლუდსა და არაყს 🙂   მაინტერესებს რას ფიქრობთ, უნდა სვავდეს თუ არა მამაკაცი ყავას?

პ.ს ერთ–ერთ ფორუმელთან ლაპარაკის დროს მომივიდა ეს აზრი და  ბარემ იმ კაცს მივუძღვნი ამ პოსტს 🙂

Published in: on December 23, 2009 at 5:40 pm  Comments (7)  

მომავალი სიახლეები ჩემს ბლოგზე

იწყება საკმაოდ გრძელვადიანი იდეის განხორციელება. ანუ ვიწყებ ,,Hitlers Milchprodukte”–ის წერას,რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდება. შეიძლება ერთი წელი შეიძლება მეტიც… დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხშირად მომივა წერის მუღამი. ვეცდები დღეს უკვე  დავიწყო პირველი თავის წერა…  აქვე გაიხსნება კატალოგი, რომელსაც დავარქმევ ,,Hitlers Milchprodukte”–ს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ დაგაინტერესებთ ჯობია თავიდანვე ქრონოლოგიის მიხედვით დაიწყოთ კითხვა 🙂

,,Good luck and have fun”

Published in: on December 23, 2009 at 1:47 pm  Leave a Comment