დასკვნა: ყველა ადამიანი ინდივიდუალურია

რა არის ამ ქვეყენაზე წმინდა? რა არის ადამიანისთვის მთავარი? რა არის ის, რომელსაც ადამიანმა არასოდეს არ  უნდა უღალატოს? და არის კი ადამიანი პიროვნება? მაშინ ბრბო…?

   ეს ბოლო დღეებია თავში მიტრიალეს ასეთი კითხვები…  პასუხი კი, როგორც ყოველთვის, არ მაქვს.  რა არის ჩემთვის ყველაზე წმინდა? არც კი ვიცი.. არსებობს საერთოდ ეს წმინდა რამ? თუ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია? ახლა რომ ვუფიქრდები და კიდე უფრო ვუღრმავდები ყველა დეტალს, ვხვდები რომ ადამიანისთვის ის არის წმინდა რაც იმ მომენტში მას აინტერესებს ან თუმდაც ხელს უწყობს რომ ეს ადამიანი ბედნიერი გახდეს.  რა ხდება ამ ,,წმინდა რამის” დაკარგვის შემთხვევაში? პასუხი: ადამიანი ცხოველად იქცევა. იმოქმედებს ინსტიქტებით, ანუ მხოლოდ ნებისმიერი ფიზიკური თუ სულიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. მაგრამ რა ხდება ამ დროს მის ტვინსა და გონებაში? – დიდი რევოლუცია, კისა და არას მუდმილი ომი. ამ ომში კი არც გამარჯვებული არსებობს არც დამარცხებული… შეიძლება თუ არა ადამიანმა ის ,,წმინდა რამ” დაიბრუნოს? – აუცილებლად, უსათუოდ, რა თქმა უნდა…

… თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.ყველას სხვანაირი ხასიათი აქვს, ყველა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან… თქვენ წარმოიდგინეთ და ბრბოც  განსხვავდება. აი, განვმარტოთ რა არის ბრბო? რამდენიმე კაცითა დაჯგუფება რომელიც ერთი აზრით არიან გაერთიანებული. ოღონთ ეს მათი აზრი არ არის, ეს სხვისი აზრია… ხალხი რომელიც სხვის აზრს აიტაცებს და თაყვანს სცემს მოაზროვნეს, ის უკვე ხალხი აღარაა ის ხდება ბრბო. ბრბო კი ბრმაა, რადგან მას არ შეუძლია ფიქრი, მის მაგივრად ფიქრობს სხვა და სწორედ ის სხვა აწვდის ბრბოს ,,გადამუშავებულ” აზრს… საშიშია ბრბო, ისევე როგორც ადამიანი რომელიც არ აზროვნებს. ბრბოს ის წმინდა რაღაც თან გააჩნია და თან არც გააჩნია… ერთი მხრივ გააჩნია რადგან ჰყავთ ბელადი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება სულით გრმა ადამიანს გააჩნდეს რამე წმინდა. მაგრამ ეს თემა რომ გავავრცოთ შეიძლება მოაზროვნესაც არ ჰქონდეს ეს წმინდა რაღაც, რომელსაც არასოდეს უღალატებს. ან შეიძლება ჰქონდეს… მაგრამ, ყველა კაცის თვისება ხომ ტავისი თავის გადარჩენაა? ამითი ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ფიქრები, აზროვნება, ხასიათი… ქვეყანაზე არაფერია ზედმიწევნით მსგავსი და , რასაკვირველია, არც  ადამიანის ინსტიქტებია და გრძნობებია იდენტური…

დასკვნა ერთია: ყველა ადამიანი ინდივიდუალურია…

Published in: on January 11, 2010 at 12:51 pm  Leave a Comment  

The URI to TrackBack this entry is: https://missylonen.wordpress.com/2010/01/11/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98/trackback/

RSS feed for comments on this post.

Leave a comment