რაღაც გაუგებარი ხმაური, ლაპარაკი, ზუზუნი ავტომობილების ხმა, ნაბიჯები…
ისევ ისეთი მშიერი, ცივი და უხალისო დღე ტენდებოდა. თვალები გაახილა, გარკვევით დააცქერდა სამყაროს და უხალისოდ ამოიოხრა. ცოტა ხანში წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა, რამდენიმე წუთით გარინდებული იყურებოდა, შემდეგ რაღაც გაახსენდა,ჭუჭყიანი ხელი ჯიბისკენ წაიღო და სულ რაღაც 15 თეთრი ამოიღო იქიდან, საგულდაგულოდ დათვალა და უკმაყოფილომ უკანვე დააბრუნა.გუშინდელი დღე გაახსენდა: ვიღაც ხანშიშესულმა, ჭაღარათმიანმა ქალმა რომ ფუნთუშა მოუტანა მას და მის მოლოდინში ხალხის თვალიერება დაიწყო.
გავიდა რამდენიმე საათი, არსად ჩანდა ის კეთილი ფერია , ერთიც ამოიოხრა და უიმედოდ გაუწოდა მარჯვენა ხალხს. ასე უგონოდ იჯდა იგი ცივ ქვაფენილზე, ზურგით კედელს მიყრდნობილი და თავი დაბლა დაეხარა, ვერარ უძლებდა ხალხის ზიზღნარევ მზერას. საღამოს მოხუცი ქალი ისევ გამოჩნდა, ფუნთუშა შეაჩეჩა ხელში და მალევე გაუჩინარდა. ასე გადიოდა დღეები და ნეტავ რამდენ ხანს აცოცხლებდა ეს ქალი ამ მარტოსულს? ზამთარის მალე მოილია, გაზაფხულიც დადგა მაგრამ მოხუცი ბერიკაცის გაყინულ ძვლებს ვერაფერი ათბობდა. ყოველ დღე მოდიოდა კეთილშობილი ქალი და აპურებდა მშიერს. ასე სწრაფად გაირბინა დღეებმა, თვეებმა, წლებმა …
და ერთ დღესაც ამ ქალმაც მიატოვა მოხუცი, როგორც ყველამ და ისევ მარტო დარჩა იგი სამყაროს წინაშე. ნეტავ სად გაქრა იგი? ამ კითხვებით გადიოდა შიმშილით სავსე დღეები და კვირები… და ეს დღეები და კვირები მას საუკუნოდ ეჩვენებოდა კიდევ ორი-სამი დღეც ჩაესვენა და ტკივილიც საბოლოოდ გაქრა…
ალბათ მოვიდა ისევ შემოდგომა, ალბათ ოდესმე იწვიმა ცამაც ,ქარიც მოეფერა ბუნებას და ხმელი ფოთლებიც მოსწყდნენ ნეხევრადშიშველ ხეებს და ნელ-ნელა ფარფატით ნაზად ეშვებიან მიწაზე …
29.08.07
ალბათ მოვიდა ისევ შემოდგომა …
Advertisement
The URI to TrackBack this entry is: http://missylonen.wordpress.com/2010/02/01/%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%95-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%92/trackback/