შენ არ ხარ მარტო

შენ არ ხარ მარტო, ჩვენ შენთან ვართ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენზე ვფიქრობთ, ვდარდობთ და ვწუხვართ. ჩვენ შენთვის ყველაფერი ის გვინდა, რაც შენ გინდა შენი თავისთვის. ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი არ მიგატოვებთ, გასაჭირში შენთან ერთად დავღვრით ცრემლს, ლხინში შენთან ერთად ვიცინებთ. როცა შეგცივა ჩაგეხუტებით და გაგათბობთ და როცა დაგცხება მდინარეზე წაგიყვანთ.ღამე რომ დაგეძინება, გადახდილ საბანს დაგაფარებთ და ტკბილად გაკოცებთ შუბლზე. შენ რომ გულს გატკენენ, ჩვენ ორმაგად გვეტკინება გული. შენ რომ გაგიხარდება ჩვენ ორმაგად გაგვიხარდება. წვიმა რომ წამოვა, ყველა ერთად გადაგეფარებით… მზე რომ გამოვა, მოგიჩრდილავთ რომ არ დაისიცხო, ქარი რომ ამოვარდება ჩვენს ზურგს ამოგაფარებთ, თოვლი რომ მოვა შენთან ვიდგებით, ვინმემ გუნდა არ გესროლოს. შენ რომ ავად გახდე, ჩვენც ავად გავხდებით. შენ რომ მოკვდები და დაგვტოვებ ჩვენ შენ მაინც არ მიგატოვებთ… არასოდეს… ჩვენ ყოველთვის გვეყვარები შენ… რადგან ჩვენ შენი ანგელოზები ვართ…

Advertisement
Published in: on January 22, 2010 at 5:37 pm  Leave a Comment  

The URI to TrackBack this entry is: http://missylonen.wordpress.com/2010/01/22/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d/trackback/

RSS feed for comments on this post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.