…მე მსურს ფრენა…

,,რატავი რამედ მაქცია, ბულბუდად გადამაქცია”

მე მინდა ვიცოდე ფრენა.. მე მინდა დავფრინავდე.. ვშლიდე ფრთებს… და არ მეშინოდეს იმის, რომ ერთ დღესაც ერთი ბეცი მონადირე თოფის ლულას დამიმიზნებს, გამოჰკრავს ჩახმახს თითს და ჩემს ბედნიერებას ჩემთან ერთად მოკლავს…

მე მინდა მქონდეს ფრთები. გადავუფრენდი ზღვებს ოკეანეებს, ხმელეთს, მაღლა ღრუბლებში ავიჭრებოდი და აუღელვებლად ვუყურებდი როგორ ცხოვრობენ ადამიანიბეი– როგორ იტანჯებიან. გამიხარდებოდა, რომ მე ვარ ფრინველი და არა კაცობრიობის ერთ ერთი უსარგებლო არსება– ადამიანი. ამოიხედავდა ერთი, ვინმე კაცი დამინახავდე მე–მოჟღურტულეს და შეშურდებოდა ჩემი. შეშურდებოდა ჩემი ბედნიერების, ჩემი ფრთების… ბოღმით აივსებოდა, როგორც ყველა კაცი და შეეცდებოდა ჩემს მოკვლა. მე კი გავშლიდი ჩემს ლაღ ფრთებს და ავიჭრებოდი ლაღვარდიან ცაში… სულ მაღლა, ძალიან მაღლა, კაცის დადევნებულ ტყვისა გავექცეოდი… გევექეცი, გადავრჩი…

მეორე დღეს ისევ ჩამოვჯდებოდი აივნის თოკებზე და დამცინავად ვუყურებდი ადამიანის ტანჯვას – ცხოვრებას. ერთი პატარა გოგონა დამინახავდა ფანჯრიდან, მათთვის ხომ მე საინტერესესო ვარ რადგან ისინი მე ვერ მწვდებიან… გაირდებდა სამზარეულოში. დედამისს, რომელიც ჭურჭელს გარეცხავდა იქვე ნიჭარაში, გვერდს აუვლიდა პურის რბილ ნაჭერს აიღებდა და ჩემთვის გამოიტანდა მე დავფრთხებოდი და გავფრინდებოდი მისგან შორს, რადგან შემეშინდებოდა, ყველა კაცი ხომ ველურია და ბუნებას მხოლოდ თავის  სასარგებლოდ იყენებს. მეც ხომ ბუნების ნაწილი ვიქნებოდი, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – ბერურა ან თუნდაც მერცხალი ან არადა მტრედი… მთავარია რომ ფრთები მქონდეს.. შემდეგ ეს გოგოა აივნის რაფაზე დაყრიდა პურის ნამცეცაბს ნაღვლიანი თვალებს გამომაყოლებდა – გაფრენტილს, რატომ შეგეშინდა ჩემიო და შებრუნდებოდა უკან… მე, დამშეული, ცოტა ხნის მერე მივირფრენდი იმ ნამცეცებთან და  დავუწყებდი გამალებულ კანკვას… ამ დროს ვერ შევამჩნევდი თუ როგორ მომეპარა იმ გოგონაც მამა და მძიმე საგანი როგორ ჩამარტყა თავში.. მე ვიგრძენი დიდი  ტკივილი, თაბრუ დამეხვა, საკუთარი სისხლით თვალის გუგები ამევსო, ერთმა ფიქრმა გამიელვა თავში : ,,რატომ მკლავთ, რა დაგიშ…”

Advertisement
Published in: on January 12, 2010 at 9:38 am  Comments (1)  

The URI to TrackBack this entry is: http://missylonen.wordpress.com/2010/01/12/%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90/trackback/

RSS feed for comments on this post.

One CommentLeave a comment

  1. კარგია… ოღონთ დამგრუზველი :(


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.