გადავედი სხვა მისამართზე!

უფ მომბეზრდა რა ეს კლავიატურაზე თითების ბარტყუნი…. მოკლედ და კონკრეტულად გადავედი სხვა მისამართზე კერძოდ: http://weltderlacrimosa.wordpress.com რომ შეხვალთ მიხვდებით რაზეცაა და როგორცაა მოკლედ! ჩემო ერთგულო მკითხველებო ( აი აქ მეცინება :) ) მე ვზრუნავ თქვენ მუსიკალურ გემოვნებაზე და ამიტომაც გაწვდით ლაკრიმოსას…

თქვენი მალინა!

Published in: on March 29, 2010 at 6:03 pm  Leave a Comment  

დიდი პაუზის შემდეგ

მოგეხსენებათ, ნელ–ნელა უფრო იშვიათად და იშვიათად ვწერ! რატომ? აააბაა თუ მიხვდებით რატომ?  იმიტომ რომ  მ ე ზ ა რ ე ბ ა ! თან რიავიცი… სხვა საქმეები გამომიჩნდასავით მოკლედ დიადად მოუცლელი ქალბატონი გახლავართ რა :)

Published in: on March 2, 2010 at 6:05 pm  Comments (1)  

იმედგაცრუვება

ყველგან, ყველასთან სიცივე იგრძნობა. რთულია სიცივეში ცხოვრება. იმ სიცივეში სადაც გრძნობ რომ შენი ადგილი არ არის. მომბეზრდა ის კლოუნის მდგომარეობაც, რომელიც ყველას ახალისებს და ყველას ართობს. ხეირი? მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდება. აქეთ მიბრუნდება ყველაფერი. ცუდია იმედგაცრუბის გრძნობა. რომ გგონია რომ ის ძალიან კარგია და აღფრთოვანებული ხარ, ცაში ვარსკვლავებს წყვეტ და უცებ ფრთებს გაჭრიან… გული მტკივა, ძალიან მტკივა გული. აი, არც კი ვიცი როგორ გადმოვცე ეს გულისტკივილი. ალბათ, ისევ მე ვარ დამნაშავე, როცა ვინმეს ვენდობი, ვინმეზე ვფიქრობ რომ ,,ის კარგი ადამიანი”. ცხოვრება ომია, ახლა მივხვდი რომ მართლა ომია თან ძალიან სასტიკი ომია. თუ არ იბრძოლე ვერ გადარჩები. შეიძლება ვიღაცამ მოგატყუოს შენი მეგობარი ვარო და მერე ზურგში ჩაგცეს დანა. სწორედ ასე დამემართა მეც. მე ჩამარტყეს ზურგში დანა. მე დავმარცხდი. საშინელებაა ეს გრძნობა. იმედგაცრუება, ზიზღი საკუთარი თავისადმი, სინანულიც (რაღაც პონტში) და ასე შემდეგ…  საშინელებაა როცა ადამიანი გიღიმის და ზურგს უკან საფლავს გითხრის რომ ცოცხლად დაგმარხოს. ვწყვეტ წერას….

Published in: on February 17, 2010 at 6:00 pm  Leave a Comment  

ალბათ მოვიდა ისევ შემოდგომა …

რაღაც გაუგებარი ხმაური, ლაპარაკი, ზუზუნი ავტომობილების ხმა, ნაბიჯები…
ისევ ისეთი მშიერი, ცივი და უხალისო დღე ტენდებოდა. თვალები გაახილა, გარკვევით დააცქერდა სამყაროს და უხალისოდ ამოიოხრა. ცოტა ხანში წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა, რამდენიმე წუთით გარინდებული იყურებოდა, შემდეგ რაღაც გაახსენდა,ჭუჭყიანი ხელი ჯიბისკენ წაიღო და სულ რაღაც 15 თეთრი ამოიღო იქიდან, საგულდაგულოდ დათვალა და უკმაყოფილომ უკანვე დააბრუნა.გუშინდელი დღე გაახსენდა: ვიღაც ხანშიშესულმა, ჭაღარათმიანმა ქალმა რომ ფუნთუშა მოუტანა მას და მის მოლოდინში ხალხის თვალიერება დაიწყო.
გავიდა რამდენიმე საათი, არსად ჩანდა ის კეთილი ფერია , ერთიც ამოიოხრა და უიმედოდ გაუწოდა მარჯვენა ხალხს. ასე უგონოდ იჯდა იგი ცივ ქვაფენილზე, ზურგით კედელს მიყრდნობილი და თავი დაბლა დაეხარა, ვერარ უძლებდა ხალხის ზიზღნარევ მზერას. საღამოს მოხუცი ქალი ისევ გამოჩნდა, ფუნთუშა შეაჩეჩა ხელში და მალევე გაუჩინარდა. ასე გადიოდა დღეები და ნეტავ რამდენ ხანს აცოცხლებდა ეს ქალი ამ მარტოსულს? ზამთარის მალე მოილია, გაზაფხულიც დადგა მაგრამ მოხუცი ბერიკაცის გაყინულ ძვლებს ვერაფერი ათბობდა. ყოველ დღე მოდიოდა კეთილშობილი ქალი და აპურებდა მშიერს. ასე სწრაფად გაირბინა დღეებმა, თვეებმა, წლებმა …
და ერთ დღესაც ამ ქალმაც მიატოვა მოხუცი, როგორც ყველამ და ისევ მარტო დარჩა იგი სამყაროს წინაშე. ნეტავ სად გაქრა იგი? ამ კითხვებით გადიოდა შიმშილით სავსე დღეები და კვირები… და ეს დღეები და კვირები მას საუკუნოდ ეჩვენებოდა კიდევ ორი-სამი დღეც ჩაესვენა და ტკივილიც საბოლოოდ გაქრა…
ალბათ მოვიდა ისევ შემოდგომა, ალბათ ოდესმე იწვიმა ცამაც ,ქარიც მოეფერა ბუნებას და ხმელი ფოთლებიც მოსწყდნენ ნეხევრადშიშველ ხეებს და ნელ-ნელა ფარფატით ნაზად ეშვებიან მიწაზე …
29.08.07

Published in: on February 1, 2010 at 4:55 pm  Leave a Comment  

შენ არ ხარ მარტო

შენ არ ხარ მარტო, ჩვენ შენთან ვართ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენზე ვფიქრობთ, ვდარდობთ და ვწუხვართ. ჩვენ შენთვის ყველაფერი ის გვინდა, რაც შენ გინდა შენი თავისთვის. ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი არ მიგატოვებთ, გასაჭირში შენთან ერთად დავღვრით ცრემლს, ლხინში შენთან ერთად ვიცინებთ. როცა შეგცივა ჩაგეხუტებით და გაგათბობთ და როცა დაგცხება მდინარეზე წაგიყვანთ.ღამე რომ დაგეძინება, გადახდილ საბანს დაგაფარებთ და ტკბილად გაკოცებთ შუბლზე. შენ რომ გულს გატკენენ, ჩვენ ორმაგად გვეტკინება გული. შენ რომ გაგიხარდება ჩვენ ორმაგად გაგვიხარდება. წვიმა რომ წამოვა, ყველა ერთად გადაგეფარებით… მზე რომ გამოვა, მოგიჩრდილავთ რომ არ დაისიცხო, ქარი რომ ამოვარდება ჩვენს ზურგს ამოგაფარებთ, თოვლი რომ მოვა შენთან ვიდგებით, ვინმემ გუნდა არ გესროლოს. შენ რომ ავად გახდე, ჩვენც ავად გავხდებით. შენ რომ მოკვდები და დაგვტოვებ ჩვენ შენ მაინც არ მიგატოვებთ… არასოდეს… ჩვენ ყოველთვის გვეყვარები შენ… რადგან ჩვენ შენი ანგელოზები ვართ…

Published in: on January 22, 2010 at 5:37 pm  Leave a Comment  

სიზარმაცის სინდრომი

რა არის საერთოდ ეს სიზარმაცე? ან საიდან მოდის?

რამ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა… 3 წუთის წინ ჯგუფელმა მკითხა, რა ხდება შენც ბლოგზე არის რამე საინტერესოო და ჩამეცინა ჩემთვის და ვუპასუხე ახალი არაფერი მეთქი. მერე საკუთარ თავს ვკითხე: რატომ? პასუხმა კი არ დააყოვნა: მეზარება… რატო უნდა ეზარებოდეს ადამიანს ბლოგზე ახალი სტატიის დაწერა, როცა თავი სავსე აქვს ახალი აზრებით? და რატომ არ უნდა ეზარებოდეს ფორუმებზე უგზოუკვლოდ სიარული? ვაი… მართლაც რომ ვაი… არსებობს რამე წამალი? წამალი რომელიც სიზარმაცეს დასძლევს? ალბათ ასე 2012 წლისთვის გამოიგონებენ და ეს იქნება წაუკუნის აღმოჩენა. მოდი, ყველამ საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა: რატომ გვეზარება? ჩემი გულახდილი პასუხი ეს იქნება: მეზარება იმიტომ, რომ…. (ვფიქრობ) მირცევნია ფორუმზე ვიხეტიალო. რატომ?რადგან ფორუმი უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიდრე ბლოგზე წერა. კიდევ კითხვა: რატომ? იმიტომ რომ ფორუმზე ხალხთან მაქვს ურთიერთობა, აქ კიდევ ბუსავით ვზივარ!

ეევრიკაააა!!! აღმოვაჩინე! მე მეზარება ის რაშიც ჩემი მხრიდან ნაკლები ინტერესეია. აი აიღე 2 ადამიანი, ერტთან მეზარება ლაპარაკი მე2ესთან მეხალისება. რადგან ერთი ნაკლებად მაინტერესებს! აი ეს არის ჩემი მხრიდან აღმოჩენა. საკუთარი თავიში აღმოჩენა. გამიხარდა…  წავედი ვიპოდიალო ფორუმზე :)

Published in: on January 20, 2010 at 8:20 pm  Comments (4)  

უბრალოდ საინტერესო ვიდეო

დღეს ფორუმ.ჯიზე ერთ–ერთმა იუზერმა, კერძოდ Troydm–მა დადო შემდეგი ვიდეო. გავხსენი უბრალოდ რაღაც ვიდეო მეგონა მაგრამ თვალი ვეღარ მოვწყვიტე… საინტერესო კლიპია, ძალიან საინტერესო. გმადლობთ ბატონი (ქალბატონო) იუზერო :) სამწუხაროდ თემა დაგიხურეს, რადგან არაშესაფერის განყოფილებაში იყო მაგრამ გული არ გაიტეხო :)

Published in: on January 14, 2010 at 4:11 pm  Leave a Comment  

…მე მსურს ფრენა…

,,რატავი რამედ მაქცია, ბულბუდად გადამაქცია”

მე მინდა ვიცოდე ფრენა.. მე მინდა დავფრინავდე.. ვშლიდე ფრთებს… და არ მეშინოდეს იმის, რომ ერთ დღესაც ერთი ბეცი მონადირე თოფის ლულას დამიმიზნებს, გამოჰკრავს ჩახმახს თითს და ჩემს ბედნიერებას ჩემთან ერთად მოკლავს…

მე მინდა მქონდეს ფრთები. გადავუფრენდი ზღვებს ოკეანეებს, ხმელეთს, მაღლა ღრუბლებში ავიჭრებოდი და აუღელვებლად ვუყურებდი როგორ ცხოვრობენ ადამიანიბეი– როგორ იტანჯებიან. გამიხარდებოდა, რომ მე ვარ ფრინველი და არა კაცობრიობის ერთ ერთი უსარგებლო არსება– ადამიანი. ამოიხედავდა ერთი, ვინმე კაცი დამინახავდე მე–მოჟღურტულეს და შეშურდებოდა ჩემი. შეშურდებოდა ჩემი ბედნიერების, ჩემი ფრთების… ბოღმით აივსებოდა, როგორც ყველა კაცი და შეეცდებოდა ჩემს მოკვლა. მე კი გავშლიდი ჩემს ლაღ ფრთებს და ავიჭრებოდი ლაღვარდიან ცაში… სულ მაღლა, ძალიან მაღლა, კაცის დადევნებულ ტყვისა გავექცეოდი… გევექეცი, გადავრჩი…

მეორე დღეს ისევ ჩამოვჯდებოდი აივნის თოკებზე და დამცინავად ვუყურებდი ადამიანის ტანჯვას – ცხოვრებას. ერთი პატარა გოგონა დამინახავდა ფანჯრიდან, მათთვის ხომ მე საინტერესესო ვარ რადგან ისინი მე ვერ მწვდებიან… გაირდებდა სამზარეულოში. დედამისს, რომელიც ჭურჭელს გარეცხავდა იქვე ნიჭარაში, გვერდს აუვლიდა პურის რბილ ნაჭერს აიღებდა და ჩემთვის გამოიტანდა მე დავფრთხებოდი და გავფრინდებოდი მისგან შორს, რადგან შემეშინდებოდა, ყველა კაცი ხომ ველურია და ბუნებას მხოლოდ თავის  სასარგებლოდ იყენებს. მეც ხომ ბუნების ნაწილი ვიქნებოდი, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – ბერურა ან თუნდაც მერცხალი ან არადა მტრედი… მთავარია რომ ფრთები მქონდეს.. შემდეგ ეს გოგოა აივნის რაფაზე დაყრიდა პურის ნამცეცაბს ნაღვლიანი თვალებს გამომაყოლებდა – გაფრენტილს, რატომ შეგეშინდა ჩემიო და შებრუნდებოდა უკან… მე, დამშეული, ცოტა ხნის მერე მივირფრენდი იმ ნამცეცებთან და  დავუწყებდი გამალებულ კანკვას… ამ დროს ვერ შევამჩნევდი თუ როგორ მომეპარა იმ გოგონაც მამა და მძიმე საგანი როგორ ჩამარტყა თავში.. მე ვიგრძენი დიდი  ტკივილი, თაბრუ დამეხვა, საკუთარი სისხლით თვალის გუგები ამევსო, ერთმა ფიქრმა გამიელვა თავში : ,,რატომ მკლავთ, რა დაგიშ…”

Published in: on January 12, 2010 at 9:38 am  Comments (1)  

დასკვნა: ყველა ადამიანი ინდივიდუალურია

რა არის ამ ქვეყენაზე წმინდა? რა არის ადამიანისთვის მთავარი? რა არის ის, რომელსაც ადამიანმა არასოდეს არ  უნდა უღალატოს? და არის კი ადამიანი პიროვნება? მაშინ ბრბო…?

   ეს ბოლო დღეებია თავში მიტრიალეს ასეთი კითხვები…  პასუხი კი, როგორც ყოველთვის, არ მაქვს.  რა არის ჩემთვის ყველაზე წმინდა? არც კი ვიცი.. არსებობს საერთოდ ეს წმინდა რამ? თუ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია? ახლა რომ ვუფიქრდები და კიდე უფრო ვუღრმავდები ყველა დეტალს, ვხვდები რომ ადამიანისთვის ის არის წმინდა რაც იმ მომენტში მას აინტერესებს ან თუმდაც ხელს უწყობს რომ ეს ადამიანი ბედნიერი გახდეს.  რა ხდება ამ ,,წმინდა რამის” დაკარგვის შემთხვევაში? პასუხი: ადამიანი ცხოველად იქცევა. იმოქმედებს ინსტიქტებით, ანუ მხოლოდ ნებისმიერი ფიზიკური თუ სულიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. მაგრამ რა ხდება ამ დროს მის ტვინსა და გონებაში? – დიდი რევოლუცია, კისა და არას მუდმილი ომი. ამ ომში კი არც გამარჯვებული არსებობს არც დამარცხებული… შეიძლება თუ არა ადამიანმა ის ,,წმინდა რამ” დაიბრუნოს? – აუცილებლად, უსათუოდ, რა თქმა უნდა…

… თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.ყველას სხვანაირი ხასიათი აქვს, ყველა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან… თქვენ წარმოიდგინეთ და ბრბოც  განსხვავდება. აი, განვმარტოთ რა არის ბრბო? რამდენიმე კაცითა დაჯგუფება რომელიც ერთი აზრით არიან გაერთიანებული. ოღონთ ეს მათი აზრი არ არის, ეს სხვისი აზრია… ხალხი რომელიც სხვის აზრს აიტაცებს და თაყვანს სცემს მოაზროვნეს, ის უკვე ხალხი აღარაა ის ხდება ბრბო. ბრბო კი ბრმაა, რადგან მას არ შეუძლია ფიქრი, მის მაგივრად ფიქრობს სხვა და სწორედ ის სხვა აწვდის ბრბოს ,,გადამუშავებულ” აზრს… საშიშია ბრბო, ისევე როგორც ადამიანი რომელიც არ აზროვნებს. ბრბოს ის წმინდა რაღაც თან გააჩნია და თან არც გააჩნია… ერთი მხრივ გააჩნია რადგან ჰყავთ ბელადი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება სულით გრმა ადამიანს გააჩნდეს რამე წმინდა. მაგრამ ეს თემა რომ გავავრცოთ შეიძლება მოაზროვნესაც არ ჰქონდეს ეს წმინდა რაღაც, რომელსაც არასოდეს უღალატებს. ან შეიძლება ჰქონდეს… მაგრამ, ყველა კაცის თვისება ხომ ტავისი თავის გადარჩენაა? ამითი ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ფიქრები, აზროვნება, ხასიათი… ქვეყანაზე არაფერია ზედმიწევნით მსგავსი და , რასაკვირველია, არც  ადამიანის ინსტიქტებია და გრძნობებია იდენტური…

დასკვნა ერთია: ყველა ადამიანი ინდივიდუალურია…

Published in: on January 11, 2010 at 12:51 pm  Leave a Comment  

რა ვართ ეს ქართველობა?

ფორუმჯიზე ერთ თემას შევყევი (მთელი საღამოა უკვე) და საშინელი პროტესტის გრძნობა დამეუფლა. თემის ლინკი: http://forum.ge/?showtopic=34059068&st=210&#entry17240658 

ქალების დისკიმინანციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქარტველობის დიდ პრობლემას შევეხეთ! ახლა, იმდნი აზრი მომაწვა ტავში რომ არ ვიცი რა სიტყვებით გადმოვცე. დავიწყოთ ქალებიდან. უსამართლობაა!! რატომ? რატომ უნდა ეპატიებოდეს კაცს ამდენი რამე და ქალს არა? კაცი თუ სიგარეტს ეწევა მერე რა მოხდა? ის ხო კაცია? ქალმა თუ ერტხელ სხვას მისცა, ესეიგი ბოზია! და კაცმა თუ ,,აიღო” მერე რა ის კაცია და დაიკმაყოფილა მოტხოვნა. რააატოოომმმმ? კაცი თუ გაილეშა  დიდი ამბავი ახლა კაცია რა მოხდა? ქალი თუ გაილეშა ვაიმეე სირცხვილიი და ტავის მოჭრააა!! ქალმა უნდა დარეცხოს, ქალმა უნდა დაალაგოს, ქალმა უნდა აღზარდოს შვილები და თან ,,პახოდუ” უნდა იმუშაოს! კაცმა კი წელში ერთხელ ლურსმანი მიაჭედოს! (მე ვლაპარაკობ ქალაქში მცხოვრებ საზოგადოვებაზე). რელიგიურ რწმენებზე რომ აღარეფერი დავამატო.მოდი ტავი დავანებოთ ქალის დისკრიმინაციას და გადავიდეთ უფრო მასობრივ პრობლემაზე: საზოგადოებაზე:

ამ ხალხმა სულ დაკარგა ტავისი სახე! ტავს იდებენ საქართველოსი სიყვარულით და ზურგს უკან უტხრიან ძირს! ყველა თავის ტრაკზე ფიქრობს! ოღონდ კარგად იყვნენ და მერე რა საქართველო?  ნაგავი? უფ გადააგდე ერთი (მიადგე, მიდგი კუტხეში) << ეს ყველაფერი ძალიან პატარა პრობლემაა? ერთი შეხედვით გადაგდებული ერტჯერადი ცხვირსახოცი მართლა პატარაა მაგრამ ამავე დროს იმდენად დიდი რომ ამას შეუძლია პრობლემები წარმოშვას. რატომ? რატომ გვემართება მაინცდამაინც ეს უბედურება ქართველობას? არ მინდა კიდევ ბევრი რამის დაწერა (თავს ვიკავებ) რადგან ეს სტატია საქვეყნოდ უნდა ,,გამოიჭიმოს” და ნამდვილად არ მინდა კიდე ვირაც ვიღაცეებს (რომელიც ჩუმად დაძვრებიან და ვითომ არაფერი იციან) გიჟი ვეგონო! არადა ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს რას ვგრძნობ მე! აი ახლა გულში თითქოს რაღაც ცხელი გავარვარებული ჩავარდა და მეწვის ყველაფერი. გული მტკივა… ცემს ერზე ჩემს ქვეყანაზე… რამ გააბოროტა ეს ხალხი ასე. ნუთუ არ გინდათ რომ თქვენს ქვეყანას მოუაროთ? ნუ თუ არ გინდათ რომ თქვენი ქვეყანა ძლიერი იყოს? მაშინ რატომ ზრუნავთ თქვენს ტრაკებზე მარტო?  ააა გიყვართ  თქვენი თავი? ჯერ თავი და მერე ქვეყანა? თან ყველა ეგრეთი ხართ!!!  მოღალატეები…. ეგოისტები…. მეც ქართველი ვარ… ანუ მეც თქვენნაირი ვარ… მეც მორალატე, ეგოისტი და მლიქვნელი ვარ როგორც მთელი ერი… გული მტკივა. ამ ყველაფრის მერე რეალობა მხოლოდ პესიმიზმის საფუძველს მაძლევს…

ვსიო აღარ დავწერ მეტს

პ.ს მომიტევეთ ავღელვდი!

Published in: on January 2, 2010 at 9:02 pm  Comments (2)  
Follow

Get every new post delivered to your Inbox.